მიშელ ობამამ ბოსტანი საბიუჯეტო კრიზისის გამო მიატოვა
საქართველო, 16 ოქტომბერი,
საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეამცირა თეთრ სახლთან არსებული და ქვეყნის პირველი ლედის მიერ შექმნილი ბოსტნის ხარჯები. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ცნობაში აღნიშნულია, რომ ახლა თეთრი სახლის ბოსტანში მხოლოდ კვლებს რწყავენ, ხოლო მოსავალს არ იღებენ. ეს კი დიდწილად იმას უკავშირდება, რომ საბიუჯეტო კრიზისის გამო თეთრი სახლის ბევრ თანამშრომელს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ნებაყოფლობით აგროვებდნენ დამწიფებულ ბოსტნეულს, შვებულებაში გასვლა მოუხდა. ახლა კი მწიფე ნაყოფი ციყვებისა და მელაკუდების ნადავლად იქცევა.