საზოგადოება
საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. 16-17 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, პროექტის - "ბრილიანტები საქართველოდან" ფარგლებში, ქართველი მუსიკოსების გალა კონცერტები გაიმართება. ინფორმაცია და შესაბამისი აფიშა რუსულ საიტ muztorg.ru-ზე გავრცელდა.
ორდღიან გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნანი ბრეგვაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, მზია ნიორაძე, მიხეილ კოლელიშვილი, თემურ ყვითელაშვილი, დათო ევგენიძე და ჯიმი ასკანელი. კონცერტებს პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე წაიყვანს.