სამართალი
თეა წულუკიანი: „საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, საზღვრისპირა სოფლებში მიწები სწრაფი ტემპით აღირიცხება“
1-sam-3-Tsulukianiსაქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენი წვლილი მდგომარეობს იმაში, რომ საზღვრისპირა სოფლებში მიწების სწრაფი ტემპით აღრიცხვა და დარეგისტრირება მოხდეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. „საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზღვრისპირა სოფლებში, იქ, სადაც მოსახლეობას დარეგისტრირებული აქვს საკუთარი მამაპაპისეული მიწები, სწრაფი ტემპით აღრიცხოს მიწები და იქ, სადაც ამის საშუალება არის, მოხდეს საკუთრების უფლების დარეგისტრირება სწრაფად. რიგ შემთხვევაში მოხდეს საკუთრების უფლების აღიარება და თუ არის შემთხვევები, სადაც საკადასტრო მონაცემები არაზუსტია, ყოველგვარი საფასურის გარეშე ჩვენ საჯარო რეესტრის მეშვეობით ამ დაზარალებულ მოსახლეობას მოვემსახურებით. ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი წვლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ იმ ხალხს, ვისაც აქვს მცოცავ ოკუპაციასთან პირდაპირი შეხება და არის მსხვერპლი, არ ექნება მომავალში საკუთრების უფლება საკუთარ მიწაზე”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.