პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავს გადაირჩენს, თუ გიორგი მარგველაშვილი იქნა არჩეული!

1-pol-3-nina-ninaსაქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კრწანისის რაიონის ამომრჩეველს შეხვდა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მოსახლეობას დაპირება მისცა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ქვეყანა იქნება წარმატებული და სტაბილური:

„ქვეყანას ეყოლება ძლიერი, ეფექტური ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ქვეყნის განვითარებაზე. ადამიანებს ძალიან კარგად ესმით, რომ ამისათვის აუცილებელია, ქვეყნის პრეზიდენტი იყოს გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანი. ხალხი ხედავს, რომ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ კოჰაბიტაცია ლამის სიამის ტყუპობაში გადაიზარდა, რომ აშკარა ფარული გარიგება მიდის ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბდეს არჩევნები, არ დაუშვან მეორე ტური და ჩემი გამარჯვება.

ისინი  ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გადაირჩინოს. „ნაციონალური მოძრაობა“ თავს გადაირჩენს, თუ გიორგი მარგველაშვილი იქნა არჩეული, იმიტომ რომ ის ვერ დაასრულებს კოჰაბიტაციას. ის ამის არც სურვილს გამოხატავს და არც ამის ძალა აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებაში“ ძალიან მრავლად არიან ადამიანები, ვინც ამ კოჰაბიტაციის დამთავრებას კი არა, მის გაღრმავებას ცდილობენ“.