სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
1-samart-2-misiaსაქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელ ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.