უცხოეთი
ბირიულოვოს პოლიტიკა

1-ucx-2-birulovoსაქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. პასუხისმგებლობა ნაციონალური შერიგებისთვის რეგიონულ ხელისუფლებას ეკისრება. ბოსტნეულის ბაზა. რომელიც ბირიულოვოში არეულობების საბაბად იქცა, სავარაუდოდ, დაიხურება.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა არეულობები უწოდა ბირიულოვოს მოვლენებს, სადაც უცნობი მამაკაცის, სავარაუდოდ, კავკასიელის მიერ 25 წლის მოსკოველი ეგორ შჩერბაკოვის მკვლელობის შემდეგ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაღაზია დაარბიეს და პოკროვის ბოსტნეულის ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

აღნიშნული ფაქტის გამოძიების მიმდინარეობაზე სობიანინმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოახსენა, რომელსაც მომხდარის შეფასება არ გაუკეთებია. კომენტარებზე უარი თქვა მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც.

ხილბოსტნეულის ბაზის დარბევასთან დაკავშირებით საქმე აღძრულია ხულიგნობის მუხლით, ჯერჯერობით დაკავებულია ორი ადამიანი, ხოლო 70 კაცზე ადმინისტრაციული ოქმი შედგა.

პოლიციას უკვე ჰყავს მკვლელობაში კონკრეტული ეჭვმიტანილიც - ბოსტნეულის ბაზაზე მომუშავე შაურმის გამყიდველი.

გუშინ დილით „როსპოტრებნადზორმა“ პოკროვოს ბოსტნეულის ბაზა ანტისანიტარიის გამო 5 დღე-ღამით დახურა. პოლიციამ იქ 1200-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომელთა უმეტესობა მალევე გაუშვეს.

სამართალდამცავები მუშაობენ ვერსიაზე, რომ არეულობები ბირიულოვოში ერთ-ერთი მაფიოზური ეთნიკური კლანისა და მისი „კრიშის“ მიერაა წაქეზებული, რადგან აღნიშნული კლანი ბაზრის პოდმოსკოვიეში გადატანით არის დაინტერესებული.