უცხოეთი
სააგენტოს მიმომხილველის აზრით, ამერიკის ეკონომიკა კრახის პირასაა და ეს საფრთხეს წარმოადგენს მისი პარტნიორი ბევრი ქვეყნისათვის. ამიტომაც დღეს აუცილებელია ეკონომიკის სასწრაფო „დეამერიკანიზაცია“ - მიაჩნია ეკონომისტს.
გასულ კვირას ამერიკის უმსხვილესმა ინვესტორმა ჩინეთმა კრედიტებთან დაკავშირებით ტექნიკური დეფოლტისთვის მზადება დაიწყო. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და ჩინეთის სახალხო ბანკმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი ოპერაციების შესახებ საშუამავლო ვალუტად დოლარის გამოყენების გარეშე. შეთანხმება 3 წელიწადს იმოქმედებს. ამასთან, უნდობლობის ზრდის ნიშნად ჩინეთმა აშშ-ის ფასიან ქაღალდებზე ფასდაკლება გამოაცხადა.