საზოგადოება
საფრანგეთში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით კეზერაშვილი დააკავეს
1-kezera-saz-3საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ,  ა.წ. 14 ოქტომბერს, პარიზის და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 1978 წელს დაბადებული დავით შოთას ძე კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს. დავით კეზერაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევა, რამაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზარალი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი რაოდენობით მითვისება/გაფლანგვა.
დავით კეზერაშვილს ეკავა ჯერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის, ხოლო შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობები, რასაც ბოროტად იყენებდა აღნიშნული დანაშაულების ჩადენის მიზნით.
ამჟამად საფრანგეთის პროკურატურა დავით კეზერაშვილის მიმართ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ პროცედურებს ახორციელებს.