სამართალი
სამართალდამცველებმა წერეთლის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა გააჩერეს, რომელსაც 1988 წელს დაბადებული გიორგი გ. მართავდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მძღოლის ქმედება საეჭვოდ მიიჩნიეს და მას ავტომანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. მანქანიდან გადმოსულმა გიორგი გ-მ საეჭვო ნივთი ქუჩაში გადააგდო. სამართალდამცველებმა ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად „ვალტერის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).