სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა

1-samartali-2-narkorealizatსაქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული მალხაზ ნ. და 1965 წელს დაბადებული გიორგი ე. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნული პირები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას რეალიზაციის შედეგად მიღებული ორი ათასი ლარი, შვიდასი დოლარი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, სულ ამოღებულია 52 აბი და 55 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 0,6283 გრ. ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე დაკავებულს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).