სამართალი
შსს–მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

1-samartali-1-ubiistvoსაქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1968 წელს დაბადებული კობა თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ქუთაისში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სასიკვდილოდ დაჭრა მეუღლე - 1975 წელს დაბადებული მედეა ა., რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ზურგის არეში ორი შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 108–ე მუხლით).