პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტში შევლენ სერგეენკო, წულუკიანი, ღარიბაშვილი, ფიფია, ალასანია“

1-xuteuliსაქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ის პირები დაასახელა, ვინც მისი გამარჯვების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტში დაიკავებს ადგილს.

ეს განცხადება მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S.-ში წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის ამსახველ კადრებში გააკეთა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ვისთან ერთად გააგრძელებს გზას – მარგველაშვილმა უპასუხა: „ვისთან ერთად? სერგეენკო, ეტო რაზ, წულუკიანი - ეტო დვა, ღარიბაშვილი - ტრი, სოფლის მეურნებობა, ფიფია - ჩეტირე, შემდეგ - ალასანია, ეტო პიატ...“

ასეთია მინისტრთა ხუთეული, რომელთან ერთადაც პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გამარჯვების შემთხვევაში მუშაობას აპირებს.