ბიძინა ივანიშვილი ყველა მუსლიმანს ყურბან-ბაირამს ულოცავს!
საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი.
მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს მივულოცო ყურბან-ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის დიდი სიხარულის დღე, ეს არის იმედის, სიყვარულის, გაჭირვებულთა დახმარების დღე. დღეს თქვენ, ყველანი, ხარობთ და მეც მთელი გულით ვხარობ თქვენთან ერთად, ვუერთდები თქვენს ზეიმს.
გისურვებთ სულის სიმტკიცეს, კეთილდღეობას, ჩვენი საქართველოს გაძლიერებასა და გამთლიანებას! სიხარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს, მშვიდობით გეცხოვროთ თქვენს სამშობლოში - საქართველოში!
ბიძინა ივანიშვილი
საქინფორმი უერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვას და საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს ყურბან-ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს!