პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: “ჩემი გამარჯვებით ნამდვილად დამთავრდება ის მახინჯი კოჰაბიტაცია, რომელიც დღემდე აპარპაშებს „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში!”

1-polit-2-burjiსაქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალციხის მოსახლეობას შეხვდა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა დამსწრე საზოგადოებას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. დღეს ჩვენს რიგებს შემოუერთდნენქართული ოცნებისწარმომადგენლები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან კოჰაბიტაციით და იმ აშკარა გარიგებებით, რომელიც ხდება ადგილზე. ქართული ოცნების ერთერთმა აქტიურმა კოორდინატორმა ისაუბრა, რომ იყო მუქარები მის მიმართ, რომ მის სიძეს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ იმის გამო, რომ ის ჩვენს პარტიაში გადმოვიდა.

მე მივმართავ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ უმკაცრესად დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ცდილობენ გააგრძელონ ის მახინჯი ტრადიცია პოლიტიკური ანგარიშსწორებისა შეხვედრების ან მხარდაჭერის გამო, რომელიც დანერგეს ნაციონალებმა.  ჩვენ ამას აუცილებლად აღვკვეთავთ 27 ოქტომბერს. ჩემი გამარჯვებით  ნამდვილად დამთავრდება ის მახინჯი კოჰაბიტაცია, რომელიც დღემდე აპარპაშებს „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში. ყველაფერს გავაკეთებ თითოეული ხმის დასაცავად და აუცილებლად აღვადგენ სამართლიანობას ყველგან და ყველასთვის!“ - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ თავის გამოსვლაში.