აქტუალური
საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. „ექსკლუზივ ნიუსის“ მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ცნობით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საქართველო 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ამ წუთებში საფრანგეთში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრის ბედს, რომელიც 08.08.08 ომის შემდეგ გადადგა.