უცხოეთი
სანკტ-პეტერბურგის ღამის კლუბში ნორვეგიის კონსულს სცემეს

1-ucx-3-posolსაქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. სანკტ-პეტერბურგში, ღამის კლუბში ნორვეგიის კონსულს სცემეს. კანონდამრღვევი დაკავებულია. ამის შესახებ „იატრ-ტასი“ იუწყება.

წყაროს ცნობით, ინციდენტი კლუბ „აკადოში“ მოხდა. „26 წლის უმუშევარმა მამაკაცმა ჩხუბისას რამდენჯერმე გააწნა სილა ნორვეგიის სამეფოს გენერალურ კონსულს სანკტ-პეტერბურგში. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევი დააკავეს“, - განაცხადა წყარომ.