უცხოეთი
მასმედიამ იასირ არაფატის ცხედრის ექსჰუმაციის ანგარიში გამოაქვეყნა

1-ucx-arafatiსაქართველო, 14 ოქტობერი, საქინფორმი. ბრიტანულმა ჟურნალმა The Lancet-მა სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარის იასირ არაფატის მოწამვლის თაობაზე.

გამოცემის ცნობით, რადიოლოგიურმა ექსპერტიზამ, რომელიც შვეიცარიაში მიმდინარეობდა, შემდეგი აჩვენა: არაფატის ნივთებზე პოლონიუმ-210-ის გადამეტებული შემადგენლობა აღმოჩნდა. ფაქტობრივად, მკვლევარებმა დაადასტურეს ვერსია იმის შესახებ, რომ იასირ არაფატი შესაძლოა მოწამლული ყოფილიყო, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ცხედრის ექსჰუმაციის განაცხადი იასირ არაფატის ქვრივმა სუჰამ გააკეთა.