უცხოეთი
უკიდურესი ვადა, როდესა აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ვალის ლიმიტის დადგენა, ხუთშაბათს იწურება, თუმცა, პოლიტიკოსებმა ვაშინგტონში ჯერჯერობით ვერ მოახერხეს კრიზისიდან გამოსვლის ღონისძიებების შეთანხმება.
„რაც უფრო ახლოვდება უკიდურესი ვადა, მით უარესი იქნება შედეგები განვითარებადი მსოფლიოსათვის. უმოქმედობის გამო შესაძლოა აიწიოს საპროცენტო განაკვეთებმა, შენელდება ეკონომიკური განვითარება. თუ უკიდურესი ვადაც გაივლის, ეს შესაძლოა კატასტროფა აღმოჩნდეს განვითარებადი ქვეყნებისათვის, რაც, თავის მხრივ, უზარმაზარ ზიანს მიაყენებს განვითარებულ ეკონომიკებს“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა.