პოლიტიკა
კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ხმათა 34.60 პროცენტით კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს; მეორე ადგილზე კი ხმათა 30.90 პროცენტით "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს" კანდიდატი ნინო ბურჯანაძეა.
"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ხმათა 16.40 პროცენტით კვლევაში მესამე ადგილზეა, მას ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოჰყვება ხმათა 4.80 პროცენტით, შემდეგ კი – ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი გიორგი თარგამაძე ხმათა 1.60 პროცენტით.
კითხვაზე, რამდენად სამართლიანად ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, გამოკითხულთა 50.01 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამართლიანად, 22.90 პროცენტი თვლის, რომ დარღვევებს ექნება ადგილი, 27.00 პროცენტს კი პასუხის გაცემა უჭირს.
არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გამოკითხულთა 78.90 პროცენტი აპირებს, არჩევნებზე არ მივა გამოკითხულთა 10.06 პროცენტი, ხოლო 10.09 პროცენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.