საზოგადოება
მისივე თქმით, თურქულ მხარესთან უკვე მიღწეულია შეთანხმება ადგილობრივ სკოლებში, სურვილის შემთხვევაში, ქართული ენის შესწავლის შესახებ.
სტამბოლში პრეზიდენტი იქ მოღვაწე წარმატებულ ქართველებსაც შეხვდა. მან სიტყვით გამოსვლისას შეკრებილებს ფრიდონ ხალვაშის ლექსი -“მითხარ, როგორაა მემლექეთი“ წაუკითხა.
„ათასობით თურქეთის მოქალაქე, ჩვენი სისხლი და ხორცი, ამ დღეებში ქართული სახელმწიფოსგან იღებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს. ეს არის ჩემი პრეზიდენტობის ბოლო კვირები, თუმცა, რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება, მაგრამ მოქალაქეობის მიცემა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. შემდეგი ხუთი წელი, იმედია, იქნება პრეზიდენტი, რომელიც ამას გააგრძელებს, მაგრამ შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ბოლო დღეები და ბოლო კვირები, რამდენი დროც მაქვს, მარჯვენა და მარცხენა ხელი მოვაწერო ამ ბრძანებულებებს, რომ თქვენ მოგცეთ მოქალაქეობა“,- განაცხადა სააკაშვილმა.