შსს-ს წარმომადგენლებმა და დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებმა გორის რაიონის სოფლები მოინახულეს
საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. 12 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დროებითი სამთავრობო კომისიის წევრებთან ერთად გორის რაიონში ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების – ბერშუეთის, ზემო სობისის, ქვემო სობისის, ზეღდულეთის, კირბალის და ციცაგიანთკარის მოსახლეობას შეხვდნენ. ისინი ადგილზე ეცნობიან შექმნილ ვითარებას და მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას სწავლობენ.