სამართალი
საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღო

1-samart-1-marixuanaსაქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1987 წელს დაბადებული ალექსანდრე ლ. თბილისში დააკავეს.

საპატრულო ეკიპაჟმა საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე მოძრავი “BMW”-ს მარკის ავტომანქანა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა. სამართალდამცველებმა ავტომანქანის დათვლიერებისას საბარგულში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 2 კ და 500 გრ მარიხუანა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).