აქტუალური
ვანიჩკა: „28 ოქტომბერს, ნინო ბურჯანაძის ხელით, რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა და რუსთაველის გამზირზე ბარიკადების აღმართვა!“

1-akt-1-vano-gancx

საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ექს პრემიერ-მინისტრმა, პატომრობაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა საკუთარ გვერდზე Facebook-ში შემდეგი განცხადება გაავრცელა:

 

„ვილნიუსის სამიტის წინ რუსეთმა უკვე გამოუცხადა სავაჭრო ომი უკრაინას და მოლდოვას და დაიყოლია სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს ჯერი, როგორც ჩანს, 28 ოქტომბერს დადგება, როდესაც არჩევნების მეორე დღეს, გაყალბების საბაბით, ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა, რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება. ამ მოვლენების გენერალური რეპეტიცია ნინო ბურჯანაძეს დაგეგმილი აქვს 24 ოქტომბერს.
კრემლი არ კმაყოფილდება დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლებით და სურს ბარიკადები ამჯერად უკვე რუსთაველის გამზირზე აღმართოს. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ იცვლება - მას დაგეგმილი აქვს შიდა არეულობის მოწყობის გზით შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი.
მინდა მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში პოლიციელებს, არავის მისცენ ქვეყანაში არეულობის მოწყობის საშუალება.“