პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „სნაიპერი“, ანუ ბიძინა ივანიშვილის 4 გასროლა ათიანში

1-an-snaiperსიდინჯე და დამოუკიდებლობა - ბიძინა ივანიშვილის ხასიათის ორი ძირითადი თვისებაა, რომელიც დაეხმარა ყმაწვილს სოფელ ჭორვილადან, ძლიერად ამა ქვეყნისა გადაქცეულიყო; თუმცა, საქართველოში ამას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერ მიხვდნენ. სასტიკად ცდება, ვინც ვარაუდობს: ივანიშვილი - ტიპური ოლიგარქი და პროვინციალია, მას პოლიტიკოსის გამოცდილება არა აქვს, მისი მოტყუება შეიძლება, რადგან არ მოეპოვება ინფორმაცია, იმყოფება მავანთა გავლენისა და ზეწოლის ქვეშ... პირველივე დღიდან ივანიშვილი ქართული პოლიტიკის ბობოქარი დინების ეპიცენტრში მოხვდა, რომელსაც უხვად მოჰქონდა ქვა და ღორღი, მაგრამ არ დაიღუპა, რადგან დინჯად აანალიზებდა გარშემო მყოფ ადამიანებსა და მოვლენებს, შემდეგ კი დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სხვას ვერაფერს უწოდებ, თუ არა სნაიპერულ გასროლას ათიანში!

მაგალითი 1: საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც იციან - გამუდმებული დევნის, მუქარისა და თავდასხმების პირობებში როგორ ვაქვეყნებდი ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, რომლებშიც არაერთხელ ვამხილე მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური ქსელი ტელეკომპანია „ПИК“-ის, შს ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით. ისინი ჩეჩნური წარმოშობის საერთაშორისო ბანდ-იატაკქვეშეთთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობას ეწევიან ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოს შიგნითაც გეგმავენ სისხლიან ანგარიშსწორებას სააკაშვილის ოპონენტებზე, იქნებიან ისინი პოლიტიკოსები, კულტურისა და მეცნიერების გამოჩენილი მოღვაწეები, ბიძინა ივანიშვილი თუ თვით კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე!

ივანიშვილმა დახურა ტელეკომპანია „ПИК“, თანაც სრულიად კანონიერ საფუძველზე - მას სახელმწიფო დოტაცია შეუწყვიტა. აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი ოლეგ-ოლღა პანფილოვის რუსულენოვანი საგველეთის ძირგამომთხრელი ტელეპროვოკაციებისათვის ფულს ქართველ გადამხდელებს ახდევინებდა, რამდენადაც „ПИК“ (იგივე „ АЛАНИЯ“), რომელსაც საქართველოში არავინ უყურებდა, „საზოგადოებრივი მაუწყებლისბიუჯეტში იჯდა!

დღესაც, სანამ თავისუფალი არიან დამნაშავეები, რომლებიც ჩემი ჟურნალისტური გამოძიების მასალებში ფიგურირებენ (ეს ანგარიში მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მაგიდაზე რახანია დევს), ტერორისტული მოქმედებების საფრთხეს საქართველოში არ ჩაუვლია, რის გამოც ვურჩევ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ყურადღება მიაქციოს თუნდაც 3 ფაქტს:

- ერთბაშად დაწყებულ და ასევე უცბად შეწყვეტილ ზარებს ბომბების არსებობის შესახებ პარლამენტში, ტელეკომპანიებსა და სკოლებში;

- ლამის ყოველდღიურ ტრადიციად ქცეულ ღამის სალუტებს თბილისში (განსაკუთრებით - მთაწმინდის რაიონში, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია მდებარეობს), რომელთა ხმას ნამდვილი სროლისა და ხელყუმბარების აფეთქებისგან ვერ განასხვავებ;

- „კოჭლი იხვი“ სააკაშვილის მიერ 18 ათასი მსჯავრდებულის „საბითუმო“ შეწყალების ფაქტს.

მაგალითი 2: მკითხველს ახსოვს - როგორ გავაფრთხილე ბიძინა ივანიშვილი იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია მეცხრე არხმა“ (TV9) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კურსი შეიცვალა და დესტრუქციული საქმიანობა დაიწყო, რაც საკუთრივ მის წინააღმდეგ იყო მიმართული და ანტირუსული რიტორიკით „რუსთავი 2“-ს, „იმედს“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელსაც“ კი გადაუსწრო.

ივანიშვილმა დახურა საკუთარი ტელეკომპანია „TV9“, დამოუკიდებლად დარწმუნდა რა ჩემი სიტყვების სამართლიანობაში და იმედი მაქვს - ბატონი ბიძინა ასევე შეასრულებს თავის დაპირებას და ქართველი საზოგადოებაც შეიტყობს მწარე სიმართლესრა პირობებით და ვის დაუბრუნეს ტელეკომპანიაიმედი“, ან როდის დაუბრუნებენსაზოგადოებრივ მაუწყებელსმის მფლობელს - ქართველ ხალხს!

მაგალითი 3: ინტერნეტში უამრავი პუბლიკაცია დევს, სადაც მე 2004 წლიდან ვამხელ მავნებლების მცირერიცხოვან ჯგუფს სოსო ცინცაძის ხელმძღვანელობით, რომლებიც საკუთარ თავს ქართველ პოლიტოლოგ-ექსპერტებს უწოდებენ, ხოლო მე მათთვის მხოლოდ პროქტოპოლიტოლოგის ტიტული მემეტება!

ედუარდ შევარდნაძის კარის წინასწარმეტყველთა აგიტბრიგადა განსაკუთრებით გაიფურჩქნა მიხეილ სააკაშვილის დროს. იგი შეივსო პროდასავლური ახალგაზრდობით, ხოლო სააკაშვილის შტატიანმა მრჩევლებმა, სახელმწიფო ულუფის გარდა, სოლიდური დასავლური გრანტებიც მიიღეს მათ მიერ გახსნილი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა და ინსტიტუტების ხაზით - ათასნაირი დიპლომატიური აკადემიების“, „სტრატეგიული კვლევების“, „კონფლიქტოლოგიის, „ევრო და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცცის“ თუ კავკასიური გეოპოლიტიკის ხაზით. 24 საათის განმავლობაში ისინი ყველა ქართული ტელეარხით აზომბირებდნენ ხალხს, ვაჭრობდნენ იაფფასიანი, მათ მიერვე მოგონილი ჭორებით, რომლებსაც კონფიდენციალურ ინფორმაციად ასაღებდნენ. არადა, ამ პროვოკატორთა აზრები ყოველთვის საკუთარ უკანალზე ზრუნვით იყო ნაკარნახევი და ისინიც, დამკვეთის სურვილისამებრ, უკანა რიცხვით ამართლებდნენ მოქმედი ხელისუფლების ყოველ ნაბიჯს. ამ ქმედებამ ეს პროქტოპოლიტოლოგები პოლიტიკურ პროზექტურამდე მიიყვანა. აკი, ივანიშვილმაც პოლიტიკაში მოსვლისთანავე დაუსვა დიაგნოზი საქართველოს მთავარ პროქტოპოლიტოლოგს - სოსო ცინცაძეს და თქვა, რომ მასზე სულელ ადამიანს არ იცნობს.

სხვათაშორის, სოსო ცინცაძე - საქართველოს კომპარტიის ცეკასთან არსებული ლექტორთა ჯგუფის ნომენკლატურული წევრი (რომელმაც 2005 წელს გამოაცხადაჩვენ ცალი ფეხით უკვე ნატოში ვართ!“) აქტიურად წინასწარმეტყველებდა რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას, მის დაშლას და ლავროვის გადადგომას 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. უფრო მეტიც, ცინცაძემ, რომელიც ივანიშვილს დასცინოდა 2012 წელს ქართულ ციხეებში წამების ამსახველი სკანდალური ვიდეოების გამოჩენამდე, დღეს ფირფიტა გადააბრუნა - საქართველოს ნატოში შესვლის მოწინააღმდეგე, რუსეთთან მეგობრობის მომხრე და ლამის ივანიშვილის ფანი გახდა!

ადრე ივანიშვილმა სწორედ ამ პროქტოპოლიტოლოგებისაგანექსპერტთა კლუბიშექმნა და მის პრეზიდენტად სოსო ცისკარიშვილი დანიშნა. .. 25 სექტემბერს კი ისინი თავის რეზიდენციაში შეკრიბა და დაუმტკიცა, რომ შეცდნენ, როდესაც მისთვის თავისი ყალბი პროგნოზების შეჩეჩებას და ფულის დაცინცვლას ცდილობდნენ. ივანიშვილმაექსპერტებსმოსთხოვა, ნათქვამი კონკრეტული ფაქტებით დაედასტურებინათ და გააფრთხილა - ამიერიდან სკანდალური ჭორები არ გაავრცელონ და მოსახლეობაში პანიკა აღარ დათესონ ვითომდა საკრალური პროგნოზების სახით, რომლებიც, როგორც წესი, არ სრულდება! შეხვედრაზე არ მივიდა მხოლოდ ივანიშვილისგან ყველაზემოფერებულისოსო ცისკარიშვილი, რომელმაც ერთი კვირის თავზე მოფარებულიდან გესლიანად აღნიშნა - რეპეტიტორს ვეძებ, რომ ივანიშვილთან შეხვედრისთვის მომამზადოსო...

(შეხვედრას ესწრებოდა ერთი წესიერი ადამიანი, რომელიც ქართველი საზოგადოების პატივისცემით სარგებლობს და რომელსაც ყოველივე ზემოთქმული არ ეხება).

მაგალითი 4: ყველა ქართული ტელეარხი, ბოლო 10 წელია, პირდაპირ თუ ირიბად, ფარულად თუ აშკარად, ნებსით თუ უნებლიეთ, მიხეილ სააკაშვილზე მუშაობს, რისთვისაც გამუდმებით ექვემდებარებოდნენ ჩემს მწვავე კრიტიკას. ეს ივანიშვილმაც დაამტკიცა, როდესაც .. 2 ოქტომბერს წამყვან ქართველ ტელეჟურნალისტებს შეხვდა, მათ კი გადაწყვიტეს, მისთვის ობსტრუქცია მოეწყოთ! ეს სწორედ ის ტელეჟურნალისტები იყვნენ, რომლებიც მთელი ამ 10 წლის განმავლობაში თავიანთ საინფორმაციო პროგრამებსა და პოლიტიკურ თოქ-შოუებში მხოლოდ ზემოხსენებულექსპერტებს“ - პროქტოპოლიტოლოგებს იწვევდნენ; რომლებმაც მოახდინესვარდების რევოლუციადა აღზარდეს ახალგაზრდა თაობა სააკაშიზმის, ლიბერტარიანობის და ლგბტ- სულისკვეთებით; ტელეჟურნალისტები - უკლებლივ ყველა რუსოფობები, რომლებიც ქართველ ხალხს წამლავდნენმოდელირებული ქრონიკებითრუსეთის შემოჭრის შესახებ და დღემდე შეურაცხყოფენ არამარტო რუსებს, რუსეთს და მის პრეზიდენტს, არამედ ქართველი ხალხის უმეტესობას - როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, რისი ნათელი მაგალითიც გახლავთ თუნდაციმედისეთერში გასული ეკა ხოფერიას .. 2 ოქტომბრის თოქ-შოუ რუსული კაბრიოლეტი.

ივანიშვილმამეოთხე ხელისუფლებასმოუწოდა, ობიექტურად და პროფესიულად გააშუქონ მოვლენები და არ იყვნენ უბრალო ფოსტალიონები. თუმცა, რომელ პროფესიონალიზმზეა ლაპარაკი, როდესაც ფოსტალიონებმაც კი იციან, რომ მეოთხე ხელისუფლება  მასმედიაა და არა არასამთავრობო სექტორი, რომელიც საქართველოში მეხუთე კოლონად გვევლინება!

(შეხვედრას ესწრებოდა ტელეჟურნალისტი, რომელიც ქართველი საზოგადოების პატივისცემით სარგებლობს და რომელსაც ყოველივე ზემოთქმული არ ეხება).

P.S. მაშ ასე, მე მოვიყვანე ბიძინა ივანიშვილის თანმიმდევრულ ქმედებათა 4 კონკრეტული მაგალითი, რითაც მან, მართალია - მცირე დაგვიანებით, მაგრამ მაინც ათიანში მოარტყა!

რა მორიგ სიურპრიზს გვიმზადებს ბატონი ბიძინა? ვის ამოიღებს ამჯერად „სნაიპერი“ მიზანში - ბოროტმოქმედ სააკაშვილს და მის თანამზრახველებს, თუ მორიგ მოღალატეებს საკუთარი გარემოცვიდან, მაგალითად - გაიძვერებს, რომლებიც აქტიურად უშლიან ხელს რუსულ - ქართულ ურთიერთობათა დარეგულირებას?

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 14 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი