უცხოეთი
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართა

1-mid-raსაქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, 2013 წლის 10 ოქტომბერს, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა კონსულტაციები რფ-ის საგარეო უწყების წარმომადგენლებთან - ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის დელეგაციის წევრებთან ა. ვიქტოროვთან, ა. დვინიანინთან და მ. კულახმეტოვთან.

დიპლომატებმა დეტალურად განიხილეს საქმის ვითარება ჟენევის მოლაპარაკებებზე, მიმდინარე სიტუაცია აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე, ჟენევაში სამომავლო მუშაობის პერსპექტივები, რეგიონში ჰუმანიტარული ასპექტების ჩათვლით.

შეხვედრა საერთაშორისო არენაზე აფხაზეთისა და რუსეთის მჭიდრო მოკავშირეობის მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა, - იუწყება აფხაზეთის საგარეო უწყების ოფიციალური საიტი.