უცხოეთი
რუსეთმა არაერთხელ გადაკვრით მიანიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გადაწყვეტა ამ ორი ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაერთიანება იქნებოდა.
გუშინ ვლადიმერ პუტინმა დაურეკა ილჰამ ალიევს, მიულოცა და განუცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას „რუსეთისა და აზერბაიჯანის ხალხებისა და ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებში“. ამასთან, დასავლეთელმა დაკვირვებლებმა, კერძოდ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ბიურომ ეჭვი გამოთქვეს აზერბაიჯანში არჩევნების დემოკრატიულობასთან დაკავშირებით. ეს ქვეყანა უკვე დიდი ხანია აქტიურ მონაწილეობას არ იღებს ეუთოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტში და „ნაბუქოზე“ უარის თქმის შემდეგ ევროპის საინტეგრაციო გეგმებში არ შედის. ისევე, როგორც თურქეთი, რომელმაც, ფაქტობრივად, უარი განაცხადა ევროინტეგრაციის გეგმებზე. სომხეთისა და ყირგიზეთის მონაწილეობა ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში უკვე თითქმის უზრუნველყოფილია. ახლა მიმდინარეობს მუშაობა სხვა ქვეყნებთან. აზერბაიჯანს ყველა საფუძველი აქვს ევრაზიის კავშირში გაწევრების, თუმცა ერთი პირობით - ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრებმა არ უნდა აღიარონ ყარაბაღი დამოუკიდებლად ან სომხეთის ნაწილად. თუმცა, ისინი ამის აღიარებას არც აპირებენ - სომხეთს ხომ ეს პირობა საბაჟო კავშირში შესვლისას არც წამოუყენებია.