პოლიტიკა
სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას სტუდენტთა ჯგუფი გააპროტესტებს

1-pol-soCi-protestსაქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს სტუდენტების ერთი ჯგუფი  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან  სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას გაპროტესტებს.
სტუდენტების განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რადგან რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი. ამასთან, ოლიმპიური სოფლის და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის რუსეთმა აფხაზეთიდან გატანილი ინერტული მასალები გამოიყენა.

სტუდენტების კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც საქართველომ ზამთრის ოლიამპიადაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, ისაა, რომ რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სოჭის ოლიმპიადის რეგისტრაციის ბაზაში ცალკე სახელმწიფოებად შეიყვანა, ოლიმპიადის პირველი მეჩირაღდნე კი რუსი მფრინავი ივანე ნეჩაევი იქნება, რომელიც 2008 წელს ქართულ ქალაქებს ბომბავდა, რის გამოც რუსეთის გმირის წოდებაც კი მიენიჭა.
"მიგვაჩნია, რომ ამ ოლიმპიადით საქართველომ უკვე ბევრი იზარალა და არის საფრთხე, რომ რუსეთი ოლიმპიადას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოპულარიზაციისთვის გამოიყენებს", - აცხადებენ სტუდენტები.