პოლიტიკა
სააკაშვილი: „ნეჩაევს, ვინც ჩვენს სოფლებს და ქალაქებს ბომბავდა, ოლიმპიური ჩირაღდნის წაღების უფლება მიანიჭეს“

1-pool-2-dvaniსაქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ დვანში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ ივან ნეჩაევის დასახელებას რუსეთის მიერ საქართველოს "დამცირებების ჯაჭვის" შემადგენელი ნაწილი უწოდა.

"გრძელ დამცირებების ჯაჭვს დაემატა ის, რომ ნეჩაევს, ვინც ჩვენს სოფლებს და ქალაქებს ბომბავდა, დახოცა ხალხი და რომელსაც ჩვენ თვითმფრინავი დავუზიანეთ, ოლიმპიური ჩირაღდნის წაღების უფლება მიანიჭეს. ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაციაა, ამიტომ ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება ამ პროვოკაციაზე ერთობლივი მოქმედება", - აღნიშნა პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ მავთულხლართები და ანექსია ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება, სიცრუეა და ამასთან, ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამბობს მთავრობის ხელმძღვანელი”. 
„ის, რომ ბოლო კვირებსა და თვეებში მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა წაგვართვეს, ვიდრე ამ ხეობებში 2008 წლის ომის დროს, ეს უკვე რაღაცის ნიშანია. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უტევს ჩვენს სუვერენიტეტს და გვჭირდება ერთობლივი ქმედებები. თუ ვერ ვახერხებთ, საქართველოს შიგნით ეს ამბავი მთავარ საკითხად ვაქციოთ, როგორ ვაქცევთ საერთაშორისო თანამეგობრობის განხილვის საგნად?!",
- განაცხადა სააკაშვილმა.