ზაქარეიშვილი: „თუ სააკაშვილი ხმას არ ამოიღებს ომზე, ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ ომზე“
საქართველო, 11 ოქტომბერი,
საქინფორმი. სააკაშვილი რომ არ აჰყოლოდა 8 აგვისტოს პროვოკაციას რუსეთთან, არაფერი მოხდებოდა, – ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა,
პაატა ზაქარეიშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“ განაცხადა.
„პუტინი ამბობს, რომ სააკაშვილმა დაიწყო. არც თქვენ, არც მე არ ვყოფილვართ მათ კაბინეტებში. ერთადერთი, ვინც იყო მათ კაბინეტებში და შეისწავლა ყველაფერი, ეს იყო ტალიავინი, რომელმაც დაწერა დასკვნა. ან უნდა ვენდოთ ტალიავინის ანგარიშს, ან ვთქვათ, რომ არ ვენდობით და ჩვენი გამოძიება ჩავატაროთ. ომი ვინ დაიწყო, ჩვენ ამ კითხვას არ ვსვამთ, სააკაშვილი სვამს და როცა იწყებს, როგორც წესი, აგვისტოში ამ კითხვის დასმას, ჩვენ მას ვულაგებთ ფაქტებს. თუ სააკაშვილი ხმას არ ამოიღებს ომზე, ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ ომზე. როგორც კი ის იწყებს ლაპარაკს, რომ ომი გარდაუვალი იყო, ჩვენ ვეუბნებით, უკაცრავად, და ვულაგებთ ფაქტებს, რომ შეითრიეს პროვოკაციაში’’, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.