აქტუალური
42-ე ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთში ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს

1-akt-2-batalioniსაქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ ქართველი ჯარისკაცების მორიგი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა. მეოთხე ქვეითი ბრიგადის  42-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის 105-მა სამხედრო მოსამსახურემ 6 თვის განმავლობაში წარმატებით შეასრულა მათზე დაკისრებული მოვალეობა.

ISAF-ის  მისიის ფარგლებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ.

ქართველ სამშვიდობოებს აეროპორტში გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე და გაერთიანებული შტაბის სხვა ოფიცრები დახვდნენ.

გეგმური როტაცია დასასრულს უახლოვდება. 42-ე ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთში ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.