ანდერს ფოგ რასმუსენი: „საქართველო 2015 წლიდან ალიანსის რეაგირების ძალებს შეუერთდება“
საქართველო, 10 ოქტომბერი,
საქინფორმი. საქართველო გახდება პირველი პარტნიორი ქვეყანა, რომელი 2015 წლიდან ალიანსის რეაგირების ძალებს შეუერთდება, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა
ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„საქართველომ შემოგვთავაზა რეაგირების ძალებში გაერთიანება და ჩვენ მივიღეთ ეს წინადადება. ქართული ქვედანაყოფები ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში 2015 წელს გაწევრიანდებიან და ეს პირველად მოხდება", - აღნიშნა რასმუსენმა.