აქტუალური
საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. 14 ოქტომბრიდან რუსულ ბაზარზე ქართული ციტრუსი და ხილი შევა, - ამის შესახებ "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტისა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
"ჩვენ ეს-ესაა ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ქართულ მხარესთან, რომელიც რუსეთში ციტრუსების, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და სხვა პროდუქციის აკრძალვაზე შეზღუდვის მოხსნას ითვალისწინებს", - განაცხადა სერგეი დანკვერტმა.