უცხოეთი
ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

1-ilhamსაქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების 72%-ის მონაცემთა დამუშავების შედეგად, მოქმედ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ხმა მისცა ამომრჩეველთა 84.72 %-მა. მეორე ადგილზეა ოპოზიციის კანდიდატი ჯამილ ჰასანლი ხმათა 5.18 %-ით. დანარჩენმა 8 კანდიდატმა 2.5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

არჩევნებზე დასწრებამ 72.31% შეადგინა. აზერბაიჯანის ცესკომ არჩევნები ჩატარებულად მიიჩნია.

ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა მის მხარდამჭერ მოქალაქეებს.

„მადლობელი ვარ ჩემი ხალხის, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა და ხელახლა ამირჩია პრეზიდენტის პოსტზე. მინდა დავარწმუნო აზერბაიჯანის მოსახლეობა, რომ უწინდებურად ღირსეულად ვემსახურები მშობელ ხალხს და მუდამ დავიცავ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.