რფ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ოსტაპენკო თანამდებობიდან გაათავისუფლეს
საქართველო, 10 ოქტომბერი,
საქინფორმი. რფ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე
ოლეგ ოსტაპენკო თანამდებობიდან გათავისუფლებულია. შესაბამისი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვ. ვ. პუტინმა თავისი ბრძანებულებით გენერალ-პოლკოვნიკი ოლეგ ნიკოლოზის ძე ოსტაპენკო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან და სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლა“, - დაადასტურა კრემლის პრესსამსახურმა.