სირიის კრიზისის საკითხის გადაწყვეტაში ამერიკელები პუტინს ობამაზე ეფექტიანად მიიჩნევენ
საქართველო, 10 ოქტომბერი,
საქინფორმი. აშშ-ის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმერ პუტინი სირიის ქიმიური იარაღის საკითხის გადაწყვეტაში აშშ-ის პრეზიდენტ
ბარაქ ობამაზე ეფექტიანი იყო.
YouGov-ის სოციოლოგიურმა სამსახურმა ამერიკელებს დაუსვა შეკითხვა:
„მსოფლიო ლიდერებიდან ვის მიიჩნევთ უფრო ეფექტიანად სირიის საკითხის გადაწყვეტაში?“
ამერიკელების 49 %-მა ვლადიმერ პუტინი აირჩია და მხოლოდ 25 %-მა - ბარაქ ობამა. მათ კვალდაკვალ მიჰყვება ბაშარ ასადი ხმათა 9 %-ით. ამასთან, 7 % მიიღო გაეროს გენერალურმა მდივანმა ბენ კი მუნმა, 6 %-მა ხმა მისცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს, ხოლო 4 %-მა – საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს.
გამოკითხვაში აშშ-ის ათასი მოქალაქე მონაწილეობდა. კვლევა 21–23 სექტემბერს ჩატარდა.