აქტუალური
zona.ge: ონიშჩენკოს უწყებამ 7 ქართული კომპანიის სასმელები დაბლოკა

1-akt-1-genadiსაქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. 7 ქართული კომპანიის 28 სახეობის ალკოჰოლურმა სასმელმა რუსეთის ბაზარზე რეგისტრაციისა და გასვლის უფლება ვერ მოიპოვა. „როსპოტრებნადზორმა“ პროდუქციის დაბლოკვის მიზეზად ჰიგიენურ სტანდარტებთან შეუსაბამობა დაასახელა.

განცხადების თანახმად: 9 უარყოფითი ექსპერტული დასკვნა გაიცაიმედი 96”-ის ღვინოზე; 5 დასკვნა – ”შუხმან ვაინს ჯორჯიასღვინოზე; 5 დასკვნა – ”ასკანელი ძმებისკონიაკზე; 4 დასკვნა – ”ახაშენი 2005”-ის კონიაკზე; 2 დასკვნა – ”შალვინოსღვინოზე; 2 დასკვნაწინანდალი – XXI საუკუნის საუკეთსო ღვინოებისღვინოზე; 1 დასკვნასაამოსღვინოზე. ამასთან, „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, 14 მარტიდან 7 ივლისამდე უწყებაში საქართველოდან განცხადება რეგისტრაციის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით 633 პროდუქციაზე შევიდა, საიდანაც წარმოების შესაბამისობის სერიფიკატი გაიცა 576 დასახელების ალკოჰოლურ სასმელზე.

2013 წელს საქართველოდან რუსეთში სულ 22 კომპანიის 1739 პარტია ალკოჰოლური სასმელი შევიდა, საერთო მოცულობით 6 131 072 ლიტრი. დღეისათვის რუსეთის ბაზარზე საქართველოდან 95 ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი, 1 ლუდის მწარმოებელი და 7 მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიაა დაშვებული.