პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილo: „სამეგრელოდან ჩვენ უნდა ავიღოთ ყველაზე მაღალი პროცენტი, იმისთვის, რომ გვქონდეს ძალიან ძლიერი ლეგიტიმაცია!”

1-pool-3-margveსაქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა სამეგრელოში ამომრჩეველთან შეხვედრა ზუგდიდის შემაჯამებელი შეხვედრით დაასრულა, რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. მან დადიანების სასახლესთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ნუ ელოდებით ზეკაცს, ჩვენ გვყავს საუკეთესო პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს თავისი სამშობლო. გიორგი ბრძენი კაცია, ფილოსოფოსია, ძალიან განათლებული და ყველანაირად დაბალანსებული პრეზიდენტი გეყოლებათ, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გამარჯვებამდე მიგვიყვანს!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების ხედვა გააცნო და მთავრობის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ილაპარაკა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ შეიქმნა ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი ბერკეტი, 6–მილიარდიანი ფონდი, რომელიც მთლიანად მოხმარდება ქვეყანას და თითოეული მოქალაქის სოციალური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ის მხარდამჭერებს კოჰაბიტაციის შედეგებზეც ესაუბრა.

„სამეგრელოდან ჩვენ უნდა ავიღოთ ყველაზე მაღალი პროცენტი, იმისათვის, რომ გვქონდეს ძალიან ძლიერი ლეგიტიმაცია, იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი საქმის გაგრძელება“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.