პოლიტიკა
საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს სამეგრელოში გამართა. ის ფოთსა და აბაშაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. კოალიციის კანდიდატი საზოგადოებას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა
ეკა ბესელიამ წარუდგინეს.
„გრძელდება ის პოლიტიკური კურსი, რომელიც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ერთი წლის წინ დაიწყო. პოლიტიკური სტაბილიზაციის ფონზე საქართველოში ეკონომიკა გაძლიერდება, ჩამოყალიბდება ისეთი სამართლებრივი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო აღარ დაჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აღარ მოხდება პოლიციური სისტემის აღორძინება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.