პოლიტიკა
პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამა ექსპერტებმა და საზოგადოებამ ქვეყნის წინსვლის პროგრამად შეაფასეს

politika3საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ საკუთარი საპრეზიდენტო პროგრამა მედიას, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა გაწერილია პრეზიდენტის კომპეტენციის ჩარჩოებში და მისი მთავარი ამოცანების განსახორციელებლად მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობა აუცილებელია.

ნინო ბურჯანაძე: „მოხარული ვარ, რომ მართლა მაღალი შეფასება მისცეს დოკუმენტს და ქვეყნის წინსვლის პროგრამაც კი უწოდეს, რაც მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით. აქ არის ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული, თუ რა შედეგი შეიძლება იქნეს კომპეტენტური და სწორი მართვის შედეგად მიღწეული ქვეყანაში, რა პრობლემები უნდა მოგვარდეს როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე, რათა ქვეყანა კვლავ იქცეს საერთაშორისო სამართლის ობიექტიდან საერთაშორისო სამართლის სუბიექტად; უზრუნველყოს საკუთარი ინტერესების განხორციელება, უპირველესად გამთლიანება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; ეროვნული იდეის უზრუნველყოფა და ამ იდეით ქვეყნის განვითარება!“