საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ოთხი პოლიტიკური პარტია - „ახალი მემარჯვენეები, „თავისუფალი საქართველო“. „ქართული დასი“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - განცხადებას გამოაქვეყნა, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„რუსული საოკუპაციო ჯარები განაგრძობენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოჭრას. ამჟამად მავთულხლართების გაბმა მიმდინარეობს სოფელ დიცსა და დვანში. მოსახლეობა მუდმივი შიშის და ტერორის ქვეშ იმყოფება და არის სრულიად მიტოვებული საკუთარი ხელისუფლებისგან, არ იღებენ არანაირ სოციალურ დ ეკონომიურ დახმარებას.
იმავდროულად, ხელისუფლებისგან ამ პროცესისთვის ხელის შემშლელი ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს.
...საქმეს არ შველის არც იმის მტკიცება, რომ რუსეთი ამ პროცესით საკუთარ თავს ვნებს და არც პასუხისმგებლობის მოხსნა და ყოფილ ხელისუფლებაზე გადატანა, რომლის დანაშაულებრივი საქმიანობა ისედაც ყველასთვის ნათელია.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას შექმნილი ვითარების ადეკვატური ნაბიჯები“.