საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: „ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სპეციალური წარმომადგენელი ეყოლებათ!“

sazogad3საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი სენაკში კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ეტლით მოსარგებლეთა აქტიური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სასწავლო ბანაკს ესტუმრა.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მთავრობა გარკვეულ  ცვლილებებს უკვე ახორციელებს, აგრეთვე დაგეგმილია  საკანონმდებლო დოკუმენტების მიღება. მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ პრეზიდენტის მომავალ ადმინისტრაციას ჰყავდეს  სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ვალდებული იქნება იმუშაოს საგანგებოდ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საკითხზე. მეც აუცილებლად ვიქნები აქტიურად ჩართული ამ ჯგუფებთან მუშაობაში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

დღის ბოლოს გიორგი მარგველაშვილი, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე შიოსთან ერთად, სენაკში ელისო ბოლქვაძის ფონდი „ლირას“ ორგანიზებულ პატარა ვირტუოზ პიანისტთა კონცერტს დაესწრო.