საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. რესტორან „წისქვილში“ გადაღებული ვიდეო მასალა “ზონა news”-ს სუფრის წევრებთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა. ვიდეოკადრებში ჩანან თბილისის საკრებულოს ის წევრები და თავმჯდომარე, რომლებმაც ბიუჯეტის ხარჯზე მოილხინეს. სუფრაზე მყოფთაგან ქვემოთ ჩამოთვლილი სია არასრულია: გიორგი ტყემალაძე – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო თევდორაძე – ქონების მართვისა და
საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ქველაძე – საკრებულოს წევრი, დავით ჯინჭარაძე – იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია – ფრაქციის თავმჯდომარე, მაკა გვარამია – ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ბესარიონ ბენდელიანი – საკრებულოს წევრი, თამარ ახვლედიანი – პროტოკოლის უფროსი, გიორგი მუსხელიშვილი – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ჯაბა სამუშია – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კოკი იონათამიშვილი – ფრაქციის თავმჯდომარე, ნიკო ხაჩირიშვილი – ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.