სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

samart1საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებმა გუშინ თემქის დასახლებაში კახა კალაშოვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

კახა კალაშოვს თემქის დასახლებაში სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა რამდენიმე პირთან, რაც ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა. აღნიშნულ ფაქტზე ადგილზე საპატრულო პოლიცია და გლდანი-ნაძალადევის

სამმართველოს თანამშრომლები გამოცხადდნენ.

საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკითხულია კახა კალაშოვი. დადგენილია ინციდენტში მონაწილე სამი პირი, რომლებიც ასევე დაიკითხნენ.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.