სამართალი
საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. 4-6 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბურსაში ჩატარდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი კარატეში, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკრებმა წელს პირველად იასპარეზა და პირველი ადგილი - ოქროს მედალი და ევროპის თასი მოიპოვა.
შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ყოველწლიურ ჩემპიონატში, რომელიც პროფესიონალ კარატისტებს აერთიანებს, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა. ჩემპიონატში 25 ქვეყნის პროფესიონალი სპორტსმენები ასპარეზობდნენ.
შს სამინისტრო სამი სპორტსმენით დაკომპლექტებული ნაკრებით – კობა ცერცვაძე, ლევან ლომიძე (ვერცხლის მედალი), და გოგიტა როდონაია (ვერცხლის მედალი) წარდგა ჩემპიონატზე.