უცხოეთი
ეგვიპტეში შეტაკებების მსხვერპლთა რიცხვი 44–მდე გაიზარდა

zarubejom3საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. სულ ცოტა, 44 ადამიანი დაიღუპა, 100–ზე მეტი კი დაიჭრა კვირას ეგვიპტეში პრეზიდენტ მუჰამედ მურსის მომხრეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების დროს – იუწყება სააგენტო „როიტერი“ ეგვიპტის უშიშროების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით.

მანამდე სააგენტო „ფრანს პრესი“ 34 დაღუპულის და 200–ზე მეტი დაჭრილის შესახებ იტყობინებოდა. მისი მონაცემებით, ყველაზე დიდი მსხვერპლი კაიროში იყო.