უცხოეთი
პუგაჩოვას და გალკინს ტყუპი შეეძინათ

zarubejom2საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. მომღერალი ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი ტყუპის მშობლები გახდნენ. „ტყუპი ბიჭი და გოგო დაიბადნენ. დეტალები არ ვიცი, მაგრამ სუროგატული დედა არსებობდა. ეს 18 სექტემბერს მოხდა. გოგონას ლიზა დაარქვეს, ბიჭს – გარი“, – უამბო „რია ნოვოსტის“ მომღერლის დირექტორმა ელენა ჩუპრაკოვამ.

ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი 2011 წლის 23 დეკემბერს დაქორწინდნენ, 2005 წლიდან კი სამოქალაქო ქორწინებაში იყვნენ. თუმცა პუგაჩოვამ გაამხილა, რომ ისინი ერთმანეთს 2001 წლიდან ხვდებოდნენ.