უცხოეთი
სირიაში მომწამვლელი ავიაბომბების ნაწილი გაანადგურეს

zarubejom1საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის ექსპერტების ხელმძღვანელობით სირიელებმა კვირას ქიმიური იარაღის არსენალის ნაწილი გაანადგურეს, – იუწყება გაეროს პრესსამსახური.

„სირიელმა სპეციალისტებმა, გაზის საჭრელების და კუთხოვანი სახეხი მანქანების გამოყენებით, საბრძოლო მასალის ნაწილის დეაქტივაცია მოახდინეს და გაანადგურეს, მათ შორის ქობინები, ავიაბომბები და მოწყობილობა შერევისა და ავსებისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

იქვე ხაზგასმულია, აგრეთვე, რომ არსენალის განადგურების პროცესი მომდევნო დღეებში გაგრძელდება.