სამართალი
შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

samartali2საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული თამაზ ჩ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებული სხვისი სახელით, სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით, მოქალაქე ნ. ბ-სთან ვირტუალურ ინტიმურ კავშირს ამყარებდა და ჩაწერილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის ვიდეორგოლები. მოგვიანებით თამაზ ჩ. დაუკავშირდა ნ. ბ-ს და მოსთხოვა მისთვის 400 ლარი გადაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომტირებელი მასალების სოციალურ ქსელში ატვირთვით დაემუქრა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა თამაზ ჩ–ს საცხოვრებელი ბინიდან მისი კუთვნილი ორი ლეპტოპი ამოიღეს. გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).