ბიძინა ივანიშვილი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წევრებს შეხვდა
საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წევრებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე, რაიონების მუფთიები და ქართველ მუსლიმთა სამმართველოს წევრები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუსლიმთა სამმართველოს მუშაობას, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას, ჭელას მინარეთსა და სხვა საკითხებს.