პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „მინდა დავბრუნდეთ ყოველგვარი აგრესიის, ზიზღის, შურისძიების სურვილის გარეშე! თქვენ ნახეთ, რამხელა წნეხის ქვეშ ვართ, ჩვენი თანამებრძოლების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ხუხულასავით იშლება…“

politika3საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. გასულ შაბათს საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ პარტიის ძველი და ახალი სახეები, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და მიხეილ სააკაშვილი.

მინდა დავბრუნდეთ ყოველგვარი აგრესიის, ზიზღის, შურისძიების სურვილის გარეშე! ქაოსი, ძალადობა და შეუწყნარებლობა ჩვენი მტერია!“, - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სპორტის სასახლეში ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე დამსწრე საზოგადოებას ხელისუფლებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
მან ასევე განმარტა, რომ როდესაც “ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება, ყოველთვის შეეცდება გამართოს ღია დებატები თავისუფალი არჩევნების, თავისუფალ აზრთა გაცვლის გზით.
ჩვენი ეროვნული ტენდენციის შესაბამისად, სხვას უნდა აღვიქვადეთ არა როგორც კონკურენტს, არამედ როგორც მტერს, გამარჯვებულმა უნდა მიიღოს ყველაფერი, დამარცხებული კი უნდა გაქრეს ან დარჩეს დამცირებული და მიწასთან გასწორებული. ამით შედგა ანგარიშსწორების არაჯანსაღი ციკლი და ეს უნდა შეწყდეს. არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ უნდა მოხვდეს წინასწარ პატიმრობაში და როდესაც ჩვენ დავბრუნდებით, ისინიც კი, ვინც ყველაზე მეტად არ მოგვწონს, არ უნდა იყო გათავისუფლებული სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით“, - განაცხადა სააკაშვილმა და ყრილობიდან ვანო მერაბიშვილს მიმართა.
თქვენ ნახეთ, რამხელა წნეხის ქვეშ ვართ, ჩვენი თანამებრძოლების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ხუხულასავით იშლება, რადგან მათ უკან არაფერი დგას. ერთი წამით არ შეგვიწყვეტია ფიქრი ვანო მერაბიშვილზე, მას პატარა საკანში ტელევიზორი უდგას და გვიყურებს დღეს. ტელევიზორიდან საკუთარი ლანძღვის გარდა, აქამდე არაფერი მოუსმენია და ახლა კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრა, მადლობელი ვართ იმ კარგისთვის, რაც გაგვიკეთა წინა წლებში და ვუსურვოთ მას მხნეობა!“, - განაცხადა სააკაშვილმა.